რეგისტრაცია ოფიციალურ საზეიმო მიღებაზე

31 ოქტომბერი 2019

ძვირფასო ადვოკატებო,

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბრის ოფიციალურ საზეიმო მიღებაზე რეგისტრაცია გრძელდება.

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წლევანდელი ღონისძიება გამორჩეულად საინტერესო და მასშტაბურია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვუმასპინძლებთ 20-მდე ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტებსა და დელეგაციებს, ისევე როგორც, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის CCBE-ის, ხელმძღვანელ პირებს. ამიტომ, ღონისძიებაც შესაბამისი მაღალი ხარისხობრივი ფორმატითა დ პროგრამით იმართება და გალა მიღების საფასურის ოდენობაც ამითაა განპირობებული. 

ერთად, ღირსეულად ვუმანსპიძლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს და ერთად ვიზეიმოთ ეს ისტორიული დღე.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული ფორმა. 

ღონისძიების პროგრამა: 

19:30 – 20:30   მუსიკალური კვარტეტი 
20:30 – 21:00   მისასალმებელი სიტყვები
21:00 – 21:10   ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი 
21:10 – 21:30   დაჯილდოების ცერემონია
21:30 – 21:40   ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი 
21:40 – 21:50   ასოციაციის ახალი ოფისის პროექტის პრეზენტაცია 
21:50 – 22:10   ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეთა მისალოცი სიტყვები
22:10 – 22:20   ფილმის ჩვენება: დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის განვლილი გზა
22:20 – 24:00   ნინო ქათამაძე 
00:00 – 02:00   DJ Ethnic Warriors

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი