პროფესიული ეთიკის კლინიკის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა

28 დეკემბერი 2022

ბათუმის ოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროფესიული ეთიკის კლინიკის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა. სასწავლო პროცესს ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტი, თამარ ხუბულური უძღვებოდა.

10 კვირიანი კურსის ფარგლებში სტუდენტები ადვოკატის პროფესიული ეთიკის საკითხებს გაცნენ, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და იმიტირებულ პროცესებში. ასევე, სტუდენტები გაეცნენ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების სპეციფიკას.

კურსის დასკვნით, ემაჯამებელ იმიტირებულ პროცესს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - კონსტანტინე გელაშვილი და კომისიის წევრი - ეკატერინე მაჭარაშვილი დაესწრნენ და სასწავლო კურსი შეაჯამეს.

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კლინიკა ათუმის ოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას მომდევნო სემესტრიდან კვლავ განაახლებს. პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი