იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უკრაინის არაერთი მოქალაქე იმყოფება, რომელთაც შესაძლოა საიმიგრაციო თუ სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული მხარდაჭერის საჭიროება შეექმნათ, ადვოკატთა ასოციაციაში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები შეძლებენ პრო-ბონო იურიდიული მომსახურების მიღებას ასოციაციის საიმიგრაციო სამართლის კომიტეტის ჩართულობით. ცხელი ხაზი: 599-71-18-18; ელ-ფოსტა: probono@gba.ge