1 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.
ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს ინგლისური სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბიზნეს სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმები და სამართლის უზენაესობა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი ბარისტერები და სოლისიტორები.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ფორუმში მონაწილეობა დადასტურდება პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე. სარეგისტრაციო ფორმა დაიხურება მონაწილეთა განსაზღვრული რაოდენობის შევსებისას.
ფორუმში მონაწილეობა მხოლოდ მოქმედ ადვოკატებს შეუძლიათ.
სამუშაო ენა - ინგლისური




