10 ოქტომბერი სიკვდილით დასჯის აკრძალვის მსოფლიო დღეა - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უერთდება გლობალურ მოწოდებას სიკვდილით დასჯის საყოველთაო გაუქმების შესახებ!
2024 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, როგორც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA–EAL) პრეზიდენტმა, მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებთან ერთად, სიამაყით მოაწერა ხელი ერთობლივ დეკლარაციას სიკვდილით დასჯის საყოველთაოდ გაუქმების მოთხოვნით.
იურიდიული პროფესიის ეს ერთიანი გლობალური პოზიცია ხაზს უსვამს, რომ:
- სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით;
- არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ სიკვდილით დასჯა ემსახურება დანაშაულის ეფექტიან შეკავებას;
- სიკვდილით დასჯა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის სასჯელის უპირველესი მიზანს - ინდივიდების რეინტეგრაციას საზოგადოებაში;
- სიკვდილით დასჯა ძირს უთხრის სამართლიანი და ჰუმანური სამართლებრივი სისტემის განვითარებას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის მიმართ.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ერს, რომელიც ჯერ კიდევ ახორციელებს სიკვდილით დასჯას, გადახედოს საკუთარ პოზიციას და გადადგას ნაბიჯები უფრო ჰუმანური და სამართლიანი მომავლისაკენ.
საადვოკატო პროფესიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც მოწოდებულნი არიან ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და დაცვისკენ, უერთდებიან ერთიან მოწოდებას სიკვდილით დასჯის საყოველთაო გაუქმების შესახებ:
Alain Berset | Volker Türk | Council of Europe | International Bar Association | Défense Sans Frontière Avocats Solidaires | ASSOCIATION EUROPEENNE DES AVOCATS - EUROPEAN ASSOCIATION OF LAWYERS | Ordre des avocats de Genève | Barreau de Bruxelles | Institut des droits de l'homme du barreau de Bruxelles | AIJA - International Association of Young Lawyers | Law Council of Australia | Avocats Sans Frontières - ASF | European Criminal Bar Association | International Commission of Jurists | Ordine Degli Avvocati Di Venezia | Unione delle Camere Penali Italiane