ონლაინ ტრენინგები

9 დეკემბერი 2019

ადვოკატთა საყურადღებოდ!

2019 წლის განმავლობაში, განგრძობადი იურიდიული გაანთლების ფარგლებში ასოციაციის მიერ ადვოკატებისთვის ჩატარდა 200-მდე ტრენინგი და 9 კონფერენცია. წლის ბოლომდე დაგეგმილ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაზეც, მაღალი მოთხოვნის გამო, ჯგუფები შევსებულია.

იმ წევრებს, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო წლის განმავლობაში ჩატარებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში არ მიუღია მონაწილეობა და შესაბამისად ერიცხებათ კრედიტდავალიანება, გაცნობებთ, რომ ტრენინგების გავლა და კრედიტების დაგროვება შეგიძლიათ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, რომელსაც ახალი ონლაინ-ტრენინგები დაემატა შემდეგი მიმართულებებით:

  1. საწარმოს ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები

სამართლის დოქტორი - ირაკლი ბურდული

  1. მტკიცებულებათა მოპოვება და დასაშვებობა 

ექსპერტი - ლარისა ლიპარტელიანი

  1. კომპლექსური რჩევები ეფექტური საჯარო გამოსვლისთვის

ექსპერტი - გიორგი თარგამაძე

  1. ვაზისა და ღვინის სამართალი ექსპერტები: ლევან მეხუზლა; სალომე ქურდაძე; ნიკოლოზ გოგილიძე; მერაბ წირქვაძე

ონლაინ-ტრენინგის გასავლელად გთხოვთ, ეწვიოთ პორტალს ბმულზე: https://bit.ly/35qtAVI

შენიშვნა: ონლაინ-ტრენინგის მოძიება შესაძლებელია სპეციალიზაციის მიხედვით. ვიდეოს შეუფერხებლად საყურებლად საჭიროა ინტერნეტის შესაბამისი ხარისხი.

გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი