იურიდიული პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პროფესორ ოთარ გამყრელიძესა და აკადემიკოს მინდია უგრეხელიძეს ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის ორდენები გადასცა.
დავით ასათიანის ინიციატივით პროფესორ ოთარ გამყრელიძისა და აკადემიკოს მინდია უგრეხელიძისთვის ორდენების გადაცემის საკითხი ადვოკატთა ასოციაციის 24 დეკემბრის საერთო კრებამ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.