ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა

23 ივლისი 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა. 

ადვოკატთა ასოციაციისა და გენერალური პროკურატურის მიერ ორგანიზებულ, ერთობლივ შეხვედრაში 30-მდე ადვოკატი მონაწილეობდა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესუალურ და პროცედურულ საკითხებს. კერძოდ, 
განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: 

  • საქმის განხილვის ძირითადი ეტაპები;
  • ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა;
  • მსაჯულობის კანდიდატის ვალდებულებები;
  • ნაფიცი მსაჯულის უფლებები;
  • ნაფიცი მსაჯულის უსაფრთხოების გარანტიები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მიზნით ადვოკატთა ასოციაციისა და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი