ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ადვოკატებისა და პროკურორების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

6 ივნისი 2023

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი ადვოკატებისა და პროკურორების მონაწილეობით ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თემაზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა ჩატარდა. ამერიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრას ატლანტას შტატის  მოსამართლეები: ენნ ჰარისი და ჯეიმს ბოდიფორდი ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა,  საქართველოს პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო აღლემაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უფროსმა მრჩეველმა მართლმსაჯულების საკითხებში, პატრიცია ვილდერმუტმა მიმართეს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, კანდიდატების აცილება/თვითაცილებისა და მტკიცებულებების გამოკვლევასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ თემებზე ამერიკელი მოსამართლეებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს აშშ-ში დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორიის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი