გაცნობებთ, რომ ყველა მნიშვნელოვან თემაზე წევრთა თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სავალდებულო კრედიტ-საათების შეუფერხებლად დაგროვების მიზნით, ადვოკატთა ასოციაციამ ელექტრონული სწავლების მექანიზმი შექმნა, რომლის ფარგლებშიც ადვოკატის პორტალზე ინტეგრირდა ონლაინ ტრენინგების პლატფორმა, რომელსაც ეტაპობრივად ახალი ტრენინგ-მოდულები დაემატება.
თითოეული კურსი მოიცავს თემატიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტექსტურ და ვიდეო მასალას, ასევე ტესტურ კითხვებს.
ონლაინ ტრენინგების გასავლელად ეწვიეთ ადვოკატის პორტალს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ონლაინ ტრენინგების გავლა ასოციაციის წევრებისთვის უფასოა.