მიმდინარეობს ტრენინგზე თემაზე: ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი

14 თებერვალი 2019

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობს ორდღიანი ტრენინგების ციკლი თემაზე: ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი. ტრენინგს უძრვებიან მაღალი რანგის პროფესიონალები ამერიკის შეერთებული შტატებიდან:
•    პროფესორი ჯეკ რაისი (Jack Rice)
•    პროფესორი ვილოუ ანდერსონი (Willow Anderson) 

ღონისძიება გახსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. ამერიკელმა კოლეგებმა ყურადღება გაამახვილეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების პროცესში. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ადვოკატთა ასოციაციის მიღწევებს, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და აქტიური მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს. 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი