მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

10 ივლისი 2023

ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. 

ორდღიანი ტრენინგი  აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით შედგა. 

შეხვედრას ექსპერტი, გიორგი ჯუღელი უძღვებოდა.

შეხვედრაზე მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებული ისეთი თემები განიხილეს როგორებიცაა: 
• შეზღუდული პასუხისმგებლობის შინაარსი სამეწარმეო სამართალში;
• კორპორაციის (სამეწარმეო საზოგადოების) ფინანსური სტრუქტურა;
• კორპორაციის (სამეწარმეო საზოგადოების) მიერ წილზე საკუთრების უფლების შეძენა;
• კორპორაციის (სამეწარმეო საზოგადოების) ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა;
• პარტნიორის გარიცხვა და გასვლა შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებიდან;
• პარტნიორების უფლებები და პასუხისმგებლობები;
• კორპორაციის (სამეწარმეო საზოგადოების) ნებაყოფლობითი და სასამართლო დაშლა;

ადვოკატთა ასოციაციისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი