მემორანდუმი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან

15 მაისი 2019

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორიმა ვაჟა ვარდიძე მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად ასოციაცია და უნივერსიტეტი:

შექმნიან სამუშაო ფორმატს, რომელშიც განიხილება სხვადასხვა აქტუალური საკითხი;

უზღუნველყოფენ პროფესორების ტრენერებისა და ექსპერტების ჩათვლას მხარეთა მიერ ორგანიზებულ აქტივობებში;

მომზადდება ერთობლივი სახელმძღვანელოები და პუბლიკაციები;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საერთო საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობის განხორციელების გზით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი