მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

27 ივლისი 2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა.

დოკუმენტი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ბაზაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკის დაფუძნებას ითვალისწინებს, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სტანდარტებისა და დისციპლინური წარმოების შესწავლის პროცესში.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი