19 თებერვალს, თბილისში, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დაარსებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე.
„ისევე როგორც თითქმის ყველა გარდამავალი დემოკრატიის სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის წარმატებით დაძლევის პროცესში კი, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას და საზოგადოების ფართო ფენებისთვის დავის გადაწყვეტის მისაღებ მექანიზმად ჩამოყალიბებას, მნიშვნელოვანი როლი აკისრია“ - განაცხადა დავით ასათიანმა.
მან ასევე ადვოკატთა კორპუსის სახელით, ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს მედიატორთა ასოციაციის პირველ თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და ყველა მოქმედ მედიატორს თავინათ საქმიანობაში წარმატება უსურვა.