USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ბავშვთა უფლებები - განცალკევების და წარმომადგენლობის საკითხები. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, თეა ძიმისტარაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მოსამართლეებმა, ადვოკატებმა, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს.
სხდომაზე განხილულ გამოწვევებთან მიმართებით, მონაწილეები ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმდენენ და შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომი განხილვისა და გავრცელების მიზნით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველ კომიტეტს მიეწოდება. შემუშავებულ რეკომენდაციებს ადვოკატთა ასოციაცია დაინტერესებული წევრებისთვის უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორიის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.