1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

1 მაისი 2021

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და შრომის სამართლის კომიტეტი ეხმიანება მშრომელთა საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველი წლის 1 მაისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

2020 წელს შრომის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რის შედეგადაც არსებითად დაიხვეწა დისკრიმინაციის მარეგულირებელი ნორმები, გაუმჯობესდა შრომის ხელშეკრულების ვადის, ფორმისა და შინაარსის რეგულაციები, კანონით დადგინდა დასვენებისა და შესვენების დრო და რაც მთავარია, ამოქმედდა შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმი შრომის ინსპექციის სამსახურის გაზრდილი მანდატის სახით.

აღნიშნულის მიუხედავად, კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება, რომელიც საჭიროებს დამატებით სრულყოფას და ყურადღებას, მათ შორის: COVID-19-ის გავრცელებით დაზარალებული შრომითი ურთიერთობის მხარეების უფლებები, შრომის უსაფრთხოება, სახელფასო უთანასწორობა (განსაკუთრებით  კი გენდერული ნიშნით ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა, რომელიც  36,2 % -ს უტოლდება), მინიმალური ხელფასის, ზეგანაკვეთური შრომის და დეკრეტული შვებულების საკითხების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა და სხვა.

ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტი გამოთქვამს მზაობას აქტიურად ჩაერთოს ზემოაღნიშნული გამოწვევების აღმოფხვრის  პროცესში და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფის მიზნით.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი