გამოჩენილი პოლონელი ეკონომისტი, რეფორმატორი და სახელმწიფო მოღვაწე - ლეშეკ ბალცეროვიჩი, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია.
ამჟამად, გარდა ვარშავის ეკონომიკის სკოლაში აკადემიური საქმიანობისა, ლეშეკ ბალცეროვიჩი გახლავთ „სამოქალაქო განვითარების ფორუმის“ (FOR) დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი. აღნიშნული ორგანიზაციის მისიაა, პოლონეთში, კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელება.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით პოლონეთსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. პოლონეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასევე მიმოიხილა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოსა და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემას.