დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შორის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.
დავით ასათიანმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა თუ აქტივობისთვის.
დავით ასათიანმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით წარმატება უსურვა კრისტიან ურსეს სამომავლო საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ადვოკატთა ასოციაციასა და ევროსაბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.