კონფერენცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

23 ივლისი 2019

23 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით,  კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა -  ელიზაბეთ რუდმა  გახსნეს.

ფორუმში მონაწილეებმა იმსჯელეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სწორად, გამჭირვალედ, ობიექტურად და სანდოდ წარმართვის მნიშვნელობაზე ქვეყნის როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარლამენტის როლსა და მაღალ პასუხისმგებლობაზე, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით წარიმართოს.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის წევრმა ოთარ კახიძემ, ბიზნეს ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ,  ბიზნეს ასოციაციის დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგილიმ, EMC-ის წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა, USAID/PROLoG-ის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტმა ტომას სუსმანმა.

„ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პრინციპის დაცვა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იურიდიული პროფესიის ყველა სფეროს წარმომადგენლთა მაქსიმალური ჩართულობა იყო და არის სასამართლო სისტემის ნდობის მოპოვების ერთადერთი სწორი გზა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის სიღრმისეულ შესწავლასა და შეფასებას, რამაც უნდა წარმოაჩინოს კანდიდატების ღირებულებები, პრინციპულობა, პიროვნული სიმტკიცე, სამოსამართლეო თვისებები და სამართლის განვითარებაში მათი  წვლილი“- განაცხადა დავით ასათიანმა.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG)“ პროგრამის მხარდაჭერით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი