კონფერენცია მესტიაში

22 ივლისი 2022

„ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ - ამ სახელწოდებით ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა სვანეთში, მესტიაში. კონფერენციაში იურიდიული პროფესიის ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 
ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა. 

შეხვედრის მონაწილეებმა საუკუნოვანი ტრადიციული სვანური სამართლის არსისა და მნიშნელობის შესახებ დეტალები ადგილობრივი უხუცესებისგან პირადად მოისმინეს. ამასთან, კონფერენციის მონაწილეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტი, მისი უპირატესობები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი