2019 წლის 2 მაისს სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში ევროკავშირისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული კონფერენცია „მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა“ ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის კომუნიკაციის და მედია სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე - თამთა მურადაშვილი და კომიტეტის წევრები ლევან ჭიღლაძე და ხათუნა ხელაია.
2 მაისის კონფერენციის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის აუდიო ვიზუალური მედიამომსახურების შესახებ დირექტივასთან (AVMS 2010/13/EU) შესაბამისობაში მოყვანა. კომიტეტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწაზე და მედია სამართლის დარგში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის საკითხზე.