კონფერენცია - ადვოკატის პროფესიული ეთიკის კომისიის საქმიანობის შედეგები

20 ნოემბერი 2021

ადვოკატის პროფესიული ეთიკის კომისიის საქმიანობის შედეგები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები - ამ თემებზე ადვოკატთა ასოციაციამ კონფერენცია ჩაატარა. 
ღონისძიებაში პროფესიული ეთიკის საერთაშორისო ექსპერტები და ეთიკის კომისიის წევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე ადვოკატის პროფესიული ეთიკის თანამედროვე გამოწვევები განიხილეს, კერძოდ:

-    ეთიკის ნორმები მედიასთან ურთიერთობისას, შეზღუდვები და საფრთხეები ადვოკატისთვის.
-    სოციალურ ქსელში ადვოკატების პირადი და პროფესიული "პროფაილები".
-    ასოციაციის მმართველი რგოლების და ეთიკის კომისიის წევრების განცხადებები სოციალურ მედიაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ღონისძიების ფარგლებში ეთიკის კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო  ექსპერტებთან ერთად კომისიის საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ღონისძიება USAID/PROLoG-ის პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი