კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია ზუგდიდში

16 ივნისი 2019

15 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ზუგდიდში გაიმართა კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია ადვოკატებისათვის თემაზე - „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში“.

ღონისძიება გახსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა.

ღონისძიებაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობისა და მის მიერ ადამიანია უფლებების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრეს. აგრეთვე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება და ამ მიმართულებით საბჭოთა კავშირში იმდროინდელი კონტექსტი. ასევე, ჰელსინკის ჯგუფის როლი, დისიდენტური მოძრაობების ურთიერთკავშირი ადამიანის უფლებებთან და სხვა.

მიმდინარე წელს, დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი