საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესახებ: ადვოკატთა ასოციაცია არის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ადგილობრივ ექსპერტზე, რომელიც მოამზადებს ანალიტიკურ დოკუმენტს ადვოკატთა პროფესიული ეთიკისა და დისციპლინური წარმოების მიმართულებით.
საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსში ცვლილებები და დამატებები ბოლოს 2012 წელს შევიდა. დაგროვდა გარკვეული საკითხები, რაც ამ ეტაპზე რეგულირდება პრაქტიკით, თუმცა შესაძლოა ეთიკის კოდექსში ასახვას საჭიროებდეს. ევროგაერთიანების ადვოკატთა მოდელურ ქცევის კოდექსში, რომლის საფუძველზეც ადვოკატთა საერთო კრებამ 2006 წელს მიიღო, ცვლილებები შევიდა 2021 წელს და გაჩნდა საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ცვლილებების განხილვის საჭიროება. ასევე, დისციპლინური წარმოების ხარისხის ზრდისთვის პროექტი ითვალისწინებს ადვოკატთა დისციპლინური წარმოების გარკვეული საკითხების შედარებით კონტექსტში შესწავლას შესაძლო ცვლილებებისთვის სამუშაოდ.
ექსპერტის სამუშაოს მიზანი
შედარებითსამართლებრივი დოკუმენტის მომზადება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსისა და ადვოკატთა დისციპლინური წარმოების დებულების სამომავლო ცვლილებებისთვის.
სამუშაოს ვადა: 15 სამუშაო დღე.
შესრულების პერიოდი: აპრილი - ოქტომბერი.
სამუშაო აღწერილობა:
• სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
• ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის, ადვოკატთა დისციპლინური წარმოების შედარებითსამართლებრივი შესწავლა და ანალიზი
• შედარებითსამართლებრივი კვლევის მომზადება
• ეთიკის კომისიის წევრებთან მუშაობა
• პროფესიული ეთიკის უცხოელ ექსპერტთან მუშაობა
• კვლევის პრეზენტაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული საქმიანობის შესაბამისი სულ მცირე 8 წლის გამოცდილება;
• ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სიღმისეული ცოდნა
• ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ევროპული სტანდარტების ცოდნა
• ადვოკატთა დისციპლინური წარმოების ცოდნა
• ქართულის და ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა და საუბარი);
• იურიდიული კვლევის ჩატარებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
• კომუნიკაციის უნარი;
• დამოუკიდებლად და ჯგუფში მუშაობის უნარი;
• სიღრმისეულად იცნობდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობას.
განაცხადების წარდგენის პროცესი:
• დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: ethics@gba.ge
• განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 4 აპრილი.
• დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ კონკურსის დასახელება - ექსპერტი ადვოკატთა პროფესიული ეთიკისა და დისციპლინური წარმოების მიმართულებით.