კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლე წევრთა კორპორაციული სერვისების მიმართულებით!

8 სექტემბერი 2020

ადვოკატთა ასოციაციამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები სილქნეტთან/ჯეოსელთან, რის საფუძველზეც შემუშავდა და ამოქმედდა სპეციალური კორპორაციული სატელეფონო მომსახურება ასოციაციის წევრებისთვის სახელწოდებით - ,,პაკეტი ადვოკატი“

ნაცვლად სტანდარტული ღირებულებისა, ასოციაციის წევრებისთვის „პაკეტი ადვოკატი“-ს საფასური შეადგენს 15 ლარს. 

კორპორაციული შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც აგრძელებს კორპორაციული სერვისების მიმართულებით აქტიურ მუშაობას და წევრთათვის სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებას. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი