იურიდიული პროფესიის ციფრული ტრანსფორმაცია - დავით ასათიანის სიტყვით გამოსვლა ტაშკენტში

3 ივნისი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ტაშკენტში გამართულ IV საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმში “Tashkent Law Spring” 2025  მონაწილეობდა თემაზე: „ციფრული ტექნოლოგიების ერა: მომავლის სამართლებრივი ხედვა.“

დავით ასათიანი ფორუმზე მოხსენებით წარსდგა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რასაც ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე იურიდიულ პროფესიაში იწვევს. 

„ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს მიდგომებსა და წესებს, თუ როგორ ვეკონტაქტებით ჩვენს კლიენტებს და ვიცავთ სამართალს. იურიდიული პროფესია ღრმა გარდაქმნის ეტაპზე იმყოფება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. ელექტრონული მართლმსაჯულების პლატფორმის (e-Justice) დანერგვამ — რომელიც მოიცავს ელექტრონულ საქმისწარმობას, დოკუმენტების ონლაინ ბრუნვასა და დისტანციურ სხდომებს — მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სისტემის ეფექტიანობა და წვდომა სამართალზე.

ტექნოლოგიური განვითარება არამხოლოდ დროსა და რესურსებს ზოგავს, არამედ ამცირებს რეგიონულ უთანასწორობებს სამართლებრივ სერვისებზე წვდომაში. 

ტექნოლოგიისა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, იურისტებს დღეს უპრეცედენტო შესაძლებლობები ეძლევათ, თუმცა, ამ ტრანსფორმაციას სირთულეებიც ახლავს თან. რადგან ადვოკატურა მოდერნიზდება, აუცილებელია უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებები — დამოუკიდებლობა, კონფიდენციალურობა და კეთილსინდისიერება — არ დაირღვეს ციფრულ სივრცეში.“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

ფორუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, კონსტანტინე გელაშვილიც მონაწილეობდა. 

ტაშკენტის საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში 40 მდე ქვეყნის იურიდიული პროფესიისა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი