ირაკლი ყანდაშილმა თსუ-ს წარჩინებულ სტუდენტებს ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდიები გადასცა

2 ივლისი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სახელობითი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდიების სერტიფიკატები გადასცა.

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია თამარ ლომიძემ, ხოლო ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია თეკლა ზაქარაძემ მოიპოვა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახელობითი სტიპენდია 10-მდე სტუდენტს გადაეცა.

ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ყანდაშვილის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველწლიურად იურიდიული ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერისა და წახალისების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, უნივერსიტეტისგან მადლობის სიგელები გადაეცათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს, იურიდიული ფირმა „მომავლის იურისტთა გუნდის“ დირექტორს, გიორგი არახამიას, შპს „სესილი ქადარიას იურიდიული ფირმის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, სესილი ქადარიას, და „JG Counselors“-ის გენერალურ დირექტორს, სერგი ჯორბენაძეს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი