ირაკლი ყანდაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს „HELP“ პროგრამის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

6 ივლისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ევროპის საბჭოს მიწვევით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა განათლების (HELP) პროგრამის ყოველწლიურ ქსელურ კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც 2–3 ივლისს სტრასბურგში გაიმართა.

კონფერენცია ციფრული მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა და მასში ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის კავშირების საბჭოს (CCBE) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მთავარი სესია დაეთმო თემას – „ციფრული სწავლება ციფრული მართლმსაჯულებისთვის“, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა CCBE-ის გზამკვლევებისა და რეკომენდაციების გამოყენების მნიშვნელობაზე ახალი სასწავლო კურსების შემუშავების პროცესში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პლატფორმებში კიდევ ერთხელ ადასტურებს ასოციაციის მზადყოფნას, აქტიურად დანერგოს ევროპული სტანდარტები და ციფრული მიღწევები ქართველი ადვოკატების ყოველდღიურ საქმიანობასა და უწყვეტ პროფესიულ განათლებაში.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი