ირაკლი ყანდაშვილმა ზუგდიდში ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

23 მარტი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რეგიონებში ადვოკატებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა ირაკლი ყანდაშვილმა ზუგდიდში გამართა - ადვოკატებთან, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში საქმიანობენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ასოციაციის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.

შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ წევრებს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და მექანიზმებს. ირაკლი ყანდაშვილმა ასევე მოისმინა რეგიონში მოქმედი ადვოკატების მოსაზრებები და ინიციატივები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროფესიული გარემოს განვითარებას უკავშირდება. 

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის ზუგდიდის რეგიონული კომიტეტის პირველ სამუშაო შეხვედრასაც დაესწრო.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი