ირაკლი ყანდაშვილმა „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?

3 ივლისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“.

ლექციას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა „ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი რაულ ქირია, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.

სამართლის დოქტორმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლზე ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში მან სტუდენტებს დეტალურად გააცნო ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული ეთიკის მნიშვნელობა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის ეტაპები, რომელთა გავლაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გასაწევრიანებლად არის აუცილებელი.

ლექციები სხვადასხვა უნივერსიტეტში ადვოკატთა ასოციაციის კამპანიის „როგორ გავხდე ადვოკატი?“ - ფარგლებში ტარდება. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი