ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში ბრიტანელმა იურისტებმა შეხვედრები გამართეს

22 აპრილი 2024

ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციამ უმასპინძლა, ბრიტანელი ადვოკატებისა და მოსამართლეებისგან შემდგარმა დელეგაციამ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ჭეხანთან ერთად შეხვედრები გამართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროს, ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის ხელმძღვანელ პირებთან. 

შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს რეგულაციებს, საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს დავების განხილვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებს. 

მხარეებმა, ასევე განიხილეს ინგლისური სამართლის უპირატესობები და საქართველოს სამართლის სისტემაში მისი პოპულარიზაციისა და დანერგვის პერსპექტივები. აღნიშნული მიმართულებით ინგლისელმა კოლეგებმა აქტიური მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი