29-30 ივნისს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სამართლის დარგის შესაბამისად, ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრი ადვოკატები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა შრომის კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ისეთ საკითხებზე იმსჯელეს როგორებიცაა - შრომითი ურთიერთობები და ციფრული ეკონომიკა (ეროვნული და საერთაშორისო ტენდენციები), სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაცია შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, ტენდენციები, გამოწვევები და სხვა. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები და განხილულ გამოწვევებთან დაკავშირებით მონაწილეები დამატებით შეხვედრების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების მიზანი იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრების, დიალოგისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა.