11-12 ივნისს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: დისკრიმინაცია შრომით უფლებებში და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ისეთი საკითხები განიხილეს როგორებიცაა:
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ, დისკრიმინაცია, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სამუშაო შეხვედრა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.
ორდღიან ტრენინგს ტრენერები: ნინო ელოშვილი, ეკა მამალაძე, ხათუნა ფურელიანი და ნინო ელბაქიძე უძღვებოდნენ.
შეხვედრა ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.