1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე!

1 ივნისი 2025

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კეთილდღეობისა და მათი უფლებების დაცვის კუთხით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს ყველა ბავშვს! ვუსურვებთ მათ ბავშვობის დაცულ წლებს და ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი საუკეთესო ინტერესების განუხრელი დაცვა და განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა.

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომავალი თაობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, როგორც განგრძობადი იურიდიული განათლების, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებში მონაწილეობის კუთხით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი