აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერითა და ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოში“.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ჭეხანმა მიმართა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.
ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიებების აქტიურ მხარდაჭერას.