ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადამიანის უფლებები და სამაშენებლო სამართალი.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ისეთი საკითხები განიხილეს როგორებიცაა:
- ქალაქგეგმარების პრინციპები;
- მშენებლობის სახეები და მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი;
- მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები.
- საკუთრების უფლება და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.
შეხვედრას ტრენერი - სოფიო სოხაძე უძღვებოდა.