თბილისში საერთაშორისო იურიდიული ფორუმი გაიმართა

8 სექტემბერი 2019 - 9 სექტემბერი 2019

6-7 სექტემბერს, საქართველომ საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს უმასპინძლა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის პროცესში საქართველოს როლსა და პოტენციალს უკავშირდება.

საერთაშორისო იურიდიული ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იურსტები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მელისა პანგი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

საერთაშორისო იურიდიული ფორუმი მიეძღვნა ჩინეთის ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ეკონომიკურ ინიციატივას და მის ფარგლებში საქართველოს როლს გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ეკონომიკური და სამართლებრივი ჰაბი. ფორუმის ფარგლებში ასევე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინვესტიციების სამართლებრივ უსაფრთხოებისთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი ასევე შეეხო მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და იურიდიულ პროფესიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს.

ღონისძიება 7 სექტემბერს ღვინის ტურით დასრულდა, რომელზეც უცხოელმა სტუმრებმა საქართველოს კულტურული ძეგლები გააცნეს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი