საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით 2020 წლის 21 მაისს გაიმართა ვიდეო კონფერენცია სახელწოდებით „დისტანციური სასამართლო სხდომები - დადებითი და უარყოფითი მხარეები“.
ონლაინ კონფერენციას უძღვებოდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი.
მასში მონაწილეობას იღებდნენ ადვოკატთა ასოციაციის წევრები და წარმომადგენლები ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
კონფერენციაზე განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ელექტრონული მართლმსაჯულების დადებითი და უარყოფითი მხარეებისა და გამოწვევების იდენტიფიკაცია. ხაზი გაესვა, რომ პანდემიის პირობებშიც კი, ერთი მხრივ არ უნდა შეფერხდეს ქვეყანაში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ის ფუძემდებლური პრინციპები, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ეფქტიანი დაცვის უფლება და ადვოკატ კლიენტს შორის კონფიდენციალურობის დაცვა. ასევე აღინიშნა რომ განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვისას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეებზე, მოწმეთა დაკითხვის ეტაპებზე დისტანციური სასამართლო სხდომების სავალდებულო წესით გამართვა არ არის გამართლებული.
კონფერენციის დასასრულს დამსწრე ადვოკატებს საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი პოზიცია დისტანციურ სასამართლო სხდომების დადებით და უარყოფით მხარეებზე და გამოცდილება გაეზიარებინათ კოლეგებისათვის.