საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს ვებინარი დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის საკითხებზე. ღონისძიება გახსნეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა - უჩა ბახტაძემ და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა - გიორგი ჭეხანმა. ვებინარს უძღვება ევროპის საბჭოს ექსპერტი ხორვატიიდან - დიანა მანდიჩი.
ტრენინგი მიზნად ისახავს ადვოკატთა ასოციაციის ონლაინ სწავლების მიმართულების გაძლიერებას და მომავალში ახალი ვებ-პორტალის საინტერესო და აქტუალურ თემებთან დაკავშირებული ინტერაქციული და ხარისხიანი ონლაინ/ვიდეო ტრენინგებით შევსებას.