ძვირფასო წევრებო,
ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) დეონტოლოგიის კომიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე.
თემა: პროფესიული საიდუმლოება და იურიდიული პროფესიული პრივილეგია. საერთაშორისო ხედვა.
შეხვედრა 28 ოქტომბერს (საქართველოს დროით) 19:00 საათზე ონლაინ პლატფორმა Zoom- ის საშუალებით ჩატარდება.
შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე. შეხვედრის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი.
ვებინარზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შეუძლია.
გთხოვთ, მონაწილეობის სურვილი წერილობით დააფიქსიროთ ელ-ფოსტაზე: office@aea-eal.eu
დამატებითი დეტალები იხ ბმულზე.