რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ქუთაისში ადვოკატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ადვოკატებთან შეხვედრისას კონსტანტინე გელაშვილმა ეთიკის კომისიის საქმიანობის, უახლესი პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა. ადვოკატებმა პროფესიული ეთიკის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დისკუსიის რეჟიმში განიხილეს.