"ეთიკის კლინიკის" კურსდამთავრებულებისთვის დასკვნითი შეხვედრა ჩატარდა

21 ივლისი 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს „ეთიკის კლინიკის“ მეშვეობით  სტუდენტებში ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ ცოდნის გავრცელებას და სტუდენტებისთვის იურისტის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით  აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს უნივერსიტეტთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში „ეთიკის კლინიკამ“ სტუდენტებისთვის მორიგი სასწავლო კურსი ჩაატარა.

ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ „ეთიკის კლინიკის“ პრაქტიკული კურსი ცხრა სტუდენტმა გაიარა, სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე, ეთიკის კომისიაში სამთვიანი სტაჟირება გაიარა ოთხმა სტუდენტმა.

კურსის დასკვნითი შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარდა. სტუდენტებს სერთიფიკატები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე გელაშვილმა გადასცეს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი