„იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“- შერატონ მეტეხი პალასში ევროსაბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს სიტყვით მიმართა დავით ასათიანმა და ევროპის საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის ხანგრძლივ და ეფექტიან ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა ღონისძიებაზე ასოციაციის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიმდინარე პრიორიტეტებზე ისაუბრა.