ევროპული სოციალური ქარტიის საკითხებზე ადვოკატებისთვის ტრენინგები ჩატარდა

27 მარტი 2025

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით 18,19,20 და 21 მარტს ადვოკატებისთვის  ტრენინგები ჩატარდა თემაზე: ევროპული სოციალური ქარტიის (ESC) არსის გაცნობიერება და მისი განხორციელება.

სესიები  ევროპულ სოციალურ ქარტიასთან (ESC) დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა, კერძოდ, მისი აღსრულების მექანიზმებსა და ინტეგრაციას ეროვნულ შრომით კანონმდებლობაში, სოციალურ უფლებებს, სასამართლო პრაქტიკას, სამართლებრივი თარგმანის გამოწვევებსა და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართულ სამართლებრივ ჩარჩოსა და მის თავსებადობაზე ESC-ს სტანდარტებთან.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ექსპერტები: მარიუს ბარტნინკასი და სერგი ჯორბენაძე.

ტრენინგები ევროპის საბჭოს პროექტის,  „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლები ჩატარდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი