ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE) – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO/ისმო) აკადემიის დისტანციური სწავლების კურსია, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. კურსი უსასყიდლოა და მიზანშეწონილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებათ WIPO-ს აკადემიაში შეისწავლონ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების შესახებ სხვა კურსები.
კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები).
კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 2019 წლის 25 ოქტომბრამდე საქპატენტის ვებგვერდის მეშვეობით: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/
სადაც, ასევე მოცემულია დეტალური ინფორმაცია:
კურსის აღწერილობა
კურსზე რეგისტრაციის სახელმძღვანელო
კურსზე რეგისტრაცია
გთხოვთ გაითვალისწინოთ DL101GE კურსის თარიღები:
- კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25.10.19;
- ორიენტაციის პერიოდი: 25.10.19 – 28.10.19;
- სწავლა და ტუტორებთან კონსულტაცია: 28.10.19 – 06.12.19;
- მასალის გამეორება და მომზადება გამოცდისთვის: 07.12.19 – 08.12.19;
- გამოცდა: 09.12.19 – 10.12.19.
საკონტაქტო ინფორმაცია: dl101ge@sakpatenti.org.ge
აღნიშნული კურსი აკრედიტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და სრულად ფარავს წლის სავალდებულო კრედიტებს, გარდა ეთიკისა.