დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

3 სექტემბერი 2026

1 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან, რამაზ ფირცხალავასთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოციაციის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ჭოჭუა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ადვოკატებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნისა და შესაბამისი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

საუბარი შეეხო დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან ადვოკატების დროულად შეხვედრის უზრუნველყოფას, მათ შორის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შესახვედრად დროულად ამოყვანის საკითხს, ასევე იმ პროცედურებს, რომლებსაც ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას გადის.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ყანდაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებისა და პატიმრების შეხვედრისთვის განკუთვნილი ოთახები და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა. ასოციაციის თავმჯდომარე ასევე ადგილზე მყოფ ადვოკატებს შეხვდა და მათი საქმიანობის პროცესში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნო.

ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ სექტემბერში, აქტიური სამუშაო პროცესის დაწყების პარალელურად, მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო შეფერხებისა და ხარვეზის მინიმუმამდე დაყვანა, რათა დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრა დროულად და შეუფერხებლად განხორციელდეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა არსებული საკითხების გადაჭრისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი