დავით ასათიანს თურქეთის ელჩმა უმასპინძლა

23 მარტი 2023

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ალი ქაან ორბაის შეხვდა. დავით ასათიანს ელჩმა თურქეთის საელჩოში უმასპიძლა. 

შეხვედრაზე მხარეებმა თურქეთისა და საქართველოს იურიდიულ პროფესიებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თურქეთის მოქალაქეებისა და ბიზნეს-კომპანიების სათანადო სამართლებლივი დახმარების საკითხებს და ამ პროცესში ქართველი ადვოკატების ჩართულობის მნიშვნელობას. 
შეხვედრის ბოლოს დავით ასათიანმა თურქეთის ელჩი ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში მიიწვია.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი