საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანმა პრაღაში გამართულ ჩეხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ფორუმზე დამოუკიდებელი და ერთიანი იურიდიული პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თუ რა როლი აქვს მას სამართლის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
დავით ასათიანმა ფორუმის მონაწილეებსა და ჩეხეთის იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები გააცნო, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მართებულ გამოყენებას განსაკუთრებული როლი აქვს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის ამაღლების პროცესში.
ორდღიანი ფორუმი ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებასა და ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების დაახლოებას ისახავს მიზნად.