ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
დავით ასათიანმა სტუდენტებთან სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სამართლის უზენაერობის დაცვის პროცესში ადვოკატის როლის შესახებ ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.